X
მისწერე მინისტრს მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

რუსთავში ახალი სტადიონის პროექტის კონცეფციის შეფასების კომისიის სხდომა გაიმართა

8 სექტემბერი 2025

ქალაქ რუსთავში ამორტიზებული სტადიონის დემონტაჟისა და მის ადგილას უეფას IV კატეგორიის ახალი სტადიონის მშენებლობის პროექტირების მიზნით გამოცხადებულ კონკურსში მონაწილე პრეტენდენტების მიერ წარმოდგენილი სტადიონის კონცეფციების შეფასების მიზნით, კომისიის სხდომა გაიმართა.

სხდომას ესწრებოდნენ ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე, ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეები ვახუშტი ბაგრატიონი და ილია ბეგიაშვილი, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერი ნინო ლაცაბიძე, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ბექა ურუშაძე, ასევე ფონდისა და ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლები, დარგის სპეციალისტები და კომისიის სხვა წევრები.

სხდომაზე განიხილეს სხვადასხვა არქიტექტურული კონცეფცია, რომლებიც ემსახურება უეფას თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, მრავალფუნქციური სტადიონის შექმნას.

შეფასების პროცესი რამდენიმე ეტაპად წარიმართება და საბოლოო ჯამში გამოვლინდება კონკურსში გამარჯვებული კონცეფცია. სწორედ ამ კონცეფციის საფუძველზე შესრულდება დეტალური პროექტირება, რის შემდეგაც დაიწყება რუსთავში უეფას IV კატეგორიის ახალი სტადიონის მშენებლობისთვის საჭირო ეტაპები.